Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ი და მისი წევრი სახელმწიფოები - აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა - გამოხატავენ თავიანთ ღრმა მწუხარებას იაპონელი ხალხისა და მთავრობის მიმართ, 2011 წლის 11 მარტს მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებთან, მიწისძვრასა და ცუნამთან დაკავშირებით, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გამოიწვია მასიური ნგრევა და უდიდესი ზიანი მიაყენა იაპონიის ეროვნულ ეკონომიკას.

სუამ-ის წევრი-ქვეყნები იზიარებენ იაპონელი ხალხის ამ ტკივილს და ქედს იხრიან იაპონელი კაცებისა და ქალების სიმამაცისა და სიმტკიცის წინაშე, რომლებიც ერთად დგომით შეხვდნენ ამ საშინელ ტრაგედიას.

იაპონიისთვის ამ მძიმე დროს სუამ-ის წევრი ქვეყნები გამოხატავენ მზადყოფნას, დაეხმარონ იაპონიას ამ ტრაგიკული მოვლენების შედეგების დაძლევაში.