ინფორმაცია სუამ-ის სამდივნოში გამრთული ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის მე-7 სხდომის შესახებ.
მიმდინარე წლის 4-5 მარტს სუამ-ის სამდივნოში გაიმართა სუამ-ის ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის მე-7 სხდომა, რომლის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდენ უნგრეთის ცენტარულური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლები. სხდომაზე განხილულ იქნა ცენტარულური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ცენტრის მიერ დაგეგმილ „Promoting Green Economy in GUAM countries: Promotion of renewable energy sources“ სემინართან დაკავშირებული საკითხები. სხდომის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს იაპონიის მხარეს შეხვედრის ჩატარების მხარდაჭერისთვის და გამოხატეს მზადყოფნა გააგრძელონ ინტენსიური კონტაქტები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. სხდომაზე გაზიარებულ იქნა უნგრეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გარემოს რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლების რეკომენდაცია, სემინარის ჩატარების თარიღის 17-18 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით.