Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

ინფორმაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-15 სხდომის შესახებ

 

2011 წლის 29 სექტემბერს, ქ.ვარშავაში, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში, გაიმართა  დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს  მე-15 სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვის ვიცე-პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი იური ლიანკე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინ გრიშენკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი. სხდომას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ეჟი პომიანოვსკიმ.

 

სხდომაზე განიხილეს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის რეგიონალური და კერძოდ, დარგობრივი  თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები. მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ბოლო პერიოდში სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია, განიხილეს სუამ-ის ფარგლებში ურთიერთქმედების პრიორიტეტული ამოცანები და მათ შორის, ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

 

სხდომის ბოლოს ხელი მოეწერა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ვარშავის განცხადებას თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ და დამტკიცდა დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ სუამ-ის სამოქმედო გეგმა.