ინფორმაცია ბაქოში გამართული სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-5 სხდომის შესახებ
012 წლის 19-20 დეკემბერს, ბაქოში, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-5 სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებმა, ასევე, საპარლამენტო დელეგაციებმა ბალტიის ასამბლეიდან, ბენილუქსის პარლამენტიდან, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტებიდან, თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის თანამშრომლობის პროცესის საპარლამენტო განზომილებიდან.საქართველოს მხრიდან, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ესწრებოდა საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით. სხდომაზე, ქართულმა მხარემ ჩაიბარა 2013 წლის პერიოდში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა და სხდომის მონაწილეებს წარუდგინა თავმჯდომარეობის ძირითადი პრიორიტეტები პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით. სხდომის ბოლოს, მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე.