ინფორმაცია სუამ-ის სამდივნოში გამრთული ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის მე-7 სხდომის შესახებ.
მიმდინარე წლის 4-5 მარტს სუამ-ის სამდივნოში გაიმართა სუამ-ის ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის მე-7 სხდომა, რომლის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდენ უნგრეთის ცენტარულური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლები. სხდომაზე განხილულ იქნა ცენტარულური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ცენტრის მიერ დაგეგმილ „Promoting Green Economy in GUAM countries: Promotion of renewable energy sources“ სემინართან დაკავშირებული საკითხები.
ინფორმაცია სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრის შესახებ.
27 თებერვალს სუამ-ის სამდივნოში გაიმართა სუმ-ის წევრი-სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებათა რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა სუამ-ის სამდივნოში მიმდინარე წლის 4-5 მარტს დაგეგმილი ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის სხდომის ორგანიზაციული საკითხები
სუამ-ის წევრი-სახელმწიფოების ტრანსპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირების დონეზე გამართული სუამ-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის სხდომა
2013 წლის 13 თებერვალს, თბილისში გაიმართა ტრანსპორტის საკითხებზე სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მე-8 სხდომა სუამ-ის წევრი-სახელმწიფოების ტრანსპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირების დონეზე. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანატოლ შალარუმ, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ მუსა პანახოვმა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კორნიენკომ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
მოგესალმებით, ქ. კიევში - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ორგანიზაცია - სუამ-ში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სახელით და ვიმედოვნებთ, რომ ვებ-გვერდის საშუალებით შევძლებთ უკეთესად გაგაცნოთ ჩვენი ქვეყანა და მისიის საქმიანობა.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა მიზნად ისახავს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონალური ორგანიზაცია-სუამის მიზნებისა და პრინციპების ცხოვრებაში გატარებას და მათზე დაყრდნობით, ორგანიზაციის ფარგლებში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, სტაბილურობას, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცებას, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების მიზნით - საერთო უსაფრთხოების სივრცის შექმნას, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთერთობების განვითარებას, მხარეების სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარებას, ერთობლივი ინტერესების მქონე სფეროებში პოლიტიკური ურთერთობებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის აქტივიზაციას.
აღნიშნული პრინციპების საფუძველზე სუამ-ის არეალში წარმატებით ვითარდება ურთერთსასარგებლო მრავალმხრივი თანმშრომლობა, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის შედეგად სახეზეა სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთერთობის მნიშვნელოვანი გაღრმავება.
დასახული ამოცანების წარმატებით განხორციელებას განაპირობებს სუამ-ის წევრი-სახელმწიფოების, პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ძირითადი გეოპოლიტიკური ვექტორების თანხვედრა, სუამ-ის წევრ-სახელმწიფოების შორის ტრადიციული კეთილმეგობრული ურთერთობები, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მრავალმხრივი რეგინალური თანმშრომლობის და სუამ-ის სახელმწიფო მეთაურების სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკული რეალიზაციისთვის.
ვიმედოვნებთ, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები დაგეხმარებათ მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია სუამ-ში მიმდინარე პროექტების, მისიის საქმიანობასა და ზოგადად საქართველოს შესახებ, მზადყოფნას გამოვხატავთ ვუპასუხოთ შეკითხვებს და გავიზიაროთ თქვენი შენიშვნები.
მერაბ ანთაძე
ინფორმაცია ბაქოში გამართული სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-5 სხდომის შესახებ
2012 წლის 19-20 დეკემბერს, ბაქოში, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-5 სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებმა, ასევე, საპარლამენტო დელეგაციებმა ბალტიის ასამბლეიდან, ბენილუქსის პარლამენტიდან, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტებიდან, თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის თანამშრომლობის პროცესის საპარლამენტო განზომილებიდან.
ინფორმაცია სუამ-ის მინისტრთა საბჭოს მე-20 სხდომის შესახებ
2012 წლის 7 დეკემბერს, დუბლინში – ეუთოს მორიგი მინისტერიალის ფარგლებში – გაიმართა სუამ–ის მინისტრთა საბჭოს მე–20 სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ აზებაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი – ელმარ მამედიაროვი (სხდომის თავმჯდომარე), საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კონსტანტინე გრიშჩენკო, მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი – იური ლიანკე, სუამ–ის გენერალური მდივანი – ვალერი ჩეჩელაშვილი და წევრი–სახელმწიფოების დელეგაციის წარმომადგენლები.