სუამ-ის წევრი-სახელმწიფოების ტრანსპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირების დონეზე გამართული სუამ-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის სხდომა
2013 წლის 13 თებერვალს, თბილისში გაიმართა ტრანსპორტის საკითხებზე სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მე-8 სხდომა სუამ-ის წევრი-სახელმწიფოების ტრანსპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირების დონეზე. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანატოლ შალარუმ, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ მუსა პანახოვმა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კორნიენკომ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.სხდომის ფარგლებში, მხარეებმა მიიღეს ორი დოკუმენტი - სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კონცეფცია და სუამ-ის წევრი-სახელმწიფოების ტრანსპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირების თბილისის დეკლარაცია.სხდომაზე, მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს შეხვედრის ორგანიზებისთვის და 2013 წლის პირველ ნახევარში, კიევში ტრანსპორტის საკითხებზე სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მომდევნო სხდომის ჩატარებაზე შეთანხმდნენ.