ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

 

მოგესალმებით, ქ. კიევში - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ორგანიზაცია - სუამ-ში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სახელით  და ვიმედოვნებთ, რომ ვებ-გვერდის საშუალებით შევძლებთ უკეთესად გაგაცნოთ ჩვენი ქვეყანა და მისიის საქმიანობა. 

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა მიზნად ისახავს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონალური ორგანიზაცია-სუამის  მიზნებისა და პრინციპების ცხოვრებაში გატარებას და მათზე დაყრდნობით, ორგანიზაციის   წევრ-სახელმწიფოებში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, სტაბილურობას, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცებას, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების მიზნით - საერთო უსაფრთხოების სივრცის შექმნას, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთერთობების განვითარებას, მხარეების სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარებას, ერთობლივი ინტერესების მქონე სფეროებში პოლიტიკური ურთერთობებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის აქტივიზაციას. 

აღნიშნული პრინციპების საფუძველზე სუამ-ის არეალში წარმატებით ვითარდება ურთერთსასარგებლო მრავალმხრივი თანამშრომლობა, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის შედეგად სახეზეა სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთერთობის მნიშვნელოვანი გაღრმავება. 

დასახული ამოცანების წარმატებით განხორციელებას  განაპირობებს   სუამ-ის წევრი-სახელმწიფოების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძირითადი გეოპოლიტიკური ვექტორების თანხვედრა, სუამ-ის  წევრ-სახელმწიფოებს შორის ტრადიციული კეთილმეგობრული ურთერთობები,  რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მრავალმხრივი რეგინალური თანმშრომლობის განმტკიცებისათვის და სუამ-ის სახელმწიფო მეთაურების სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების  პრაქტიკული რეალიზაციისათვის. 

ვიმედოვნებთ, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები დაგეხმარებათ მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია სუამ-ში მიმდინარე პროექტების, მისიის საქმიანობისა და ზოგადად საქართველოს შესახებ. მზადყოფნას გამოვხატავთ ვუპასუხოთ შეკითხვებს და გავიზიაროთ თქვენი შენიშვნები. 

მერაბ ანთაძე

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ