ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია ბაქოში გამართული სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-5 სხდომის შესახებ

 

012 წლის 19-20 დეკემბერს, ბაქოში, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-5 სხდომა,  რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებმა, ასევე, საპარლამენტო დელეგაციებმა ბალტიის ასამბლეიდან, ბენილუქსის პარლამენტიდან, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტებიდან, თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის თანამშრომლობის პროცესის საპარლამენტო განზომილებიდან.საქართველოს მხრიდან, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ესწრებოდა საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით. სხდომაზე, ქართულმა მხარემ ჩაიბარა 2013 წლის პერიოდში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა და სხდომის მონაწილეებს წარუდგინა თავმჯდომარეობის ძირითადი პრიორიტეტები პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით. სხდომის ბოლოს, მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ