ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სუამ-ის მინისტრთა საბჭოს მე-20 სხდომის შესახებ

2012 წლის 7 დეკემბერს, დუბლინში – ეუთოს მორიგი მინისტერიალის ფარგლებში – გაიმართა სუამ–ის მინისტრთა საბჭოს მე–20 სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ აზებაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი – ელმარ მამედიაროვი (სხდომის თავმჯდომარე), საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კონსტანტინე გრიშჩენკო, მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი – იური ლიანკე, სუამ–ის გენერალური მდივანი – ვალერი ჩეჩელაშვილი და წევრი–სახელმწიფოების დელეგაციის წარმომადგენლები.

    სხდომაზე განხილულ იქნა  პოლიტიკური ურთიერთქმედების საკითხები და სუამ–ის მთავარ პარტნიორ ქვეყნებთან კონსულტაციების ჩასატარებლად, შეათანხმა გაეროს ”Protracted conflicts in the GUAM area and their implications for international  peace, security and development” რეზოლუციის პროექტი,  საბჭომ ასევე იმსჯელა მიმდინარე გენერალური ასამბლეის სესიაზე,  გაეროს “Cooperation  between the United Nations and the Organization for Democracy and Economic development – GUAM”  რეზოლუციის გაყვანის მიმდინარეობის საკითხი, მოიწონა ამ მიმართულებით გაეროში აზერბაიჯანის მისიის მიერ გაწეული ძალისხმევა, გაეროში სუამ–ის მუდმივ წარმომადგენლებთან კოორდინაციის კუთხით და იმედი გამოთქვა საკითხის წარმატებით დასრულებაში.

 

სხდომამ ასევე  განიხილა სუამი–ის დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები და გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს კულტურის მეცნიერებისა და განათლების საამუშაო ჯგუფში, ასევე ტურიზმის სამუშაო ჯგუფში.     საბჭომ დაამტკიცა სუამ–ის სამუშაო ჯგუფების კოორდინატორი ქვეყნები 2013–2014 წ.წ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ