ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთში, საქართველო გამართული ე.წ. ''საპრეზიდენტო არჩევნების'' შესახებ

2011 წლის 26 აგვისტოს, ქ. სოხუმში რფ-ს საოკუპაციო ძალებმა და მათმა მარიონეტულმა რეჟიმმა ფსევდოდემოკრატიული პოლიტიკის კიდევ ერთი ცინიკური აქტი განახორციელეს. საუბარია ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებზე", რომლის შედეგების ლეგიტიმაციისა და ამგვარად ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური ნიშნით გამოდევნის გამართლების მიზნებით მოსკოვმა სოხუმში რამოდენიმე ათეული ე.წ. "საერთაშორისო დამკვირვებელი" ჩაიყვანა. სამწუხაროა, რომ ე.წ. "დამკვირვებლების" უმეტესობა წინასწარ არ გაეცნო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ სიტუაციას და არ გაათვიცნობიერა, რომ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა.საერთაშორისო სამართლის ნორმების ამგვარ უპატივცემულობას არანაირი გამართლება არ გააჩნია. არცერთი გადაწყვეტილება აფხაზეთის მომავალი ბედის შესახებ არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, როდესაც ნახევარ მილიონამდე იძულებით ადგილნაცვალ პირს - რეგიონის მოსახლეობის 3/4-ს წართმეული აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება.ოკუპანტებისა და მათი მარიონეტების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ძირეულად შეცვალა დემოგრაფიული სიტუაცია აფხაზეთში, საქართველო და შესაბამისად ქართული, უკრაინული, სომხური, ბერძნული, აზერბაიჯანული, ესტონური და სხვა წარმომავლობის ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება წაართვა. დარჩენილი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ შედიან როგორც ამ დარღვევების, ასევე რეგიონის მიმდინარე არალეგალური მილიტარიზაციის დასაფიქსირებლად. არსებული რეალობებიდან გამომდინარე, ეს "არჩევნები" წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების სრულ უგულვებელყოფას და არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც ლეგიტიმური არცერთი სტანდარტით.საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, რათა ადექვატური შეფასება მისცენ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში - აფხაზეთში დადგმულ მორიგ ფარსს და მოუწოდებს მიზანმიმართულად განაგრძონ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა.თბილისი, 2011 წლის 26 აგვისტო

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ