ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიმდინარე წლის 4-5 მარტს სუამ-ის სამდივნოში გაიმართა სუამ-ის   ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის მე-7 სხდომა, რომლის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდენ უნგრეთის ცენტარულური და აღმოსავლეთ ევროპის  რეგიონალური   ცენტრის  წარმომადგენლები. სხდომაზე განხილულ იქნა ცენტარულური და აღმოსავლეთ ევროპის  რეგიონალური   ცენტრის მიერ დაგეგმილ  Promoting Green Economy in GUAM countries: Promotion of renewable energy sources  სემინართან დაკავშირებული საკითხები.

განთავსების თარიღი: 11.03.2013
 

 

27 თებერვალს სუამ-ის სამდივნოში გაიმართა სუმ-ის წევრი-სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებათა რეალიზაციასთან  დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა  სუამ-ის სამდივნოში მიმდინარე წლის  4-5  მარტს დაგეგმილი  ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის სხდომის ორგანიზაციული საკითხები

 

 

განთავსების თარიღი: 01.03.2013
 

2013 წლის 13 თებერვალს, თბილისში გაიმართა ტრანსპორტის საკითხებზე სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მე-8 სხდომა სუამ-ის წევრი-სახელმწიფოების ტრანსპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირების დონეზე. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანატოლ შალარუმ, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ მუსა პანახოვმა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კორნიენკომ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

განთავსების თარიღი: 22.02.2013
 

2012 წლის 19-20 დეკემბერს, ბაქოში, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-5 სხდომა,  რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებმა, ასევე, საპარლამენტო დელეგაციებმა ბალტიის ასამბლეიდან, ბენილუქსის პარლამენტიდან, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტებიდან, თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის თანამშრომლობის პროცესის საპარლამენტო განზომილებიდან.

განთავსების თარიღი: 14.01.2013
 

2012 წლის 7 დეკემბერს, დუბლინში – ეუთოს მორიგი მინისტერიალის ფარგლებში – გაიმართა სუამ–ის მინისტრთა საბჭოს მე–20 სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ აზებაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი – ელმარ მამედიაროვი (სხდომის თავმჯდომარე), საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კონსტანტინე გრიშჩენკო, მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი – იური ლიანკე, სუამ–ის გენერალური მდივანი – ვალერი ჩეჩელაშვილი და წევრი–სახელმწიფოების დელეგაციის წარმომადგენლები.

განთავსების თარიღი: 14.01.2013
 

2011 წლის 29 სექტემბერს, ქ.ვარშავაში, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში, გაიმართა  დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს  მე-15 სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვის ვიცე-პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი იური ლიანკე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინ გრიშენკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი.

განთავსების თარიღი: 04.10.2011
 
განთავსების თარიღი: 20.09.2011
 

  დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ერთობლივი განცხადება იაპონიაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფასთან დაკავშირებით.

 

განთავსების თარიღი: 12.04.2011
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/ სამხრეთ ოსეთი, საქართველო დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს გენერალური ასამბლეის 2010 წლის 7 სექტემბრის რეზოლუციის თაობაზე

განთავსების თარიღი: 21.09.2010
 
განთავსების თარიღი: 21.01.2010
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ