საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვა

merab antadze

მოგესალმებით, ქ. კიევში - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ორგანიზაცია - სუამ-ში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სახელით და ვიმედოვნებთ, რომ ვებ-გვერდის საშუალებით შევძლებთ უკეთესად გაგაცნოთ ჩვენი ქვეყანა და მისიის საქმიანობა.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა მიზნად ისახავს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონალური ორგანიზაცია-სუამის მიზნებისა და პრინციპების ცხოვრებაში გატარებას და მათზე დაყრდნობით, ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, სტაბილურობას, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცებას, ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების მიზნით - საერთო უსაფრთხოების სივრცის შექმნას, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთერთობების განვითარებას, მხარეების სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარებას, ერთობლივი ინტერესების მქონე სფეროებში პოლიტიკური ურთერთობებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის აქტივიზაციას.

აღნიშნული პრინციპების საფუძველზე სუამ-ის არეალში წარმატებით ვითარდება ურთერთსასარგებლო მრავალმხრივი თანამშრომლობა, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის შედეგად სახეზეა სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთერთობის მნიშვნელოვანი გაღრმავება.

დასახული ამოცანების წარმატებით განხორციელებას განაპირობებს სუამ-ის წევრი-სახელმწიფოების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძირითადი გეოპოლიტიკური ვექტორების თანხვედრა, სუამ-ის წევრ-სახელმწიფოებს შორის ტრადიციული კეთილმეგობრული ურთერთობები, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მრავალმხრივი რეგინალური თანმშრომლობის განმტკიცებისათვის და სუამ-ის სახელმწიფო მეთაურების სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკული რეალიზაციისათვის.

ვიმედოვნებთ, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები დაგეხმარებათ მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია სუამ-ში მიმდინარე პროექტების, მისიის საქმიანობისა და ზოგადად საქართველოს შესახებ. მზადყოფნას გამოვხატავთ ვუპასუხოთ შეკითხვებს და გავიზიაროთ თქვენი შენიშვნები.

მერაბ ანთაძე