საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრის შესახებ.

 

27 თებერვალს სუამ-ის სამდივნოში გაიმართა სუმ-ის წევრი-სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებათა რეალიზაციასთან  დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა  სუამ-ის სამდივნოში მიმდინარე წლის  4-5  მარტს დაგეგმილი  ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის სხდომის ორგანიზაციული საკითხები  და იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომაპანიის „Central Nippon Expressway Company Limited“  წარმომადგენლის,  ჰიდიკი ტაკაჰაშის  ერთდღიანი ლექცია-სემინარის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები.  აღნიშნული ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 27 მარტს და ლექციის მიზანია სუამ-ის წევრი-სახელმწიფოების შესაბამისი სახელმწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლებმა გაეცნონ იაპონიის  საგაზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცეს, თანამედროვე ავტობანების მშენებლობას და დამხმარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ამ სფეროში არსებულ ახალი ტექნოლოგიებს.

სუამის ეკონომიკის საკითხთა კოორდინატორის ს. თემიროვმა   შეხვედრის მონაწილეებს  მიაწოდა ინფორმაცია  28-29 მარტს დაგეგმილ სუამ-ის ეკონომიკისა და ვაჭრობის სამუშაო სხდომის მზადებასთან დაკავშირებით.

სხდომაზე ასევე განიხილეს სხვა მიმდინარე საკითხები.